|
2015-06-03 09:43:51, 561 ნახვა
სამართალი
სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის ამირან დურგლიშვილი დააკავეს
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის ამირან დურგლიშვილი დააკავეს. მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ის სოფლის განაპირას, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა. მეუღლის მტკიცებით, ამირან დურგლიშვილს საზღვარი არ დაუღვევია. ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება დაკავებული. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. "წასული იყო საქონლის სამწყემსად, ყავდა ბავშვი წაყვანილი, ძროხები ცოტა მოშორებით ტყეში შევიდნენ და რომ უნდა გამოერეკა, ბავშვა დაინახა, რომ ძროხები გამოვიდნენ და მამამისი რომ ვეღარ დაინახა, ელოდა ცოტახანს და შემდეგ ჩამოვიდა და მითხრა, რომ იქ მამა აღარ არისო.რუსები გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, აქედან ვინც კი წაიყვანეს, საზღვარი არც ერთს არ დაურღვევია",-განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)