|
2018-07-09 15:12:36, 8244 ნახვა
Lifestyle
მეცნიერებმა აივ ინფექციასთან ბრძოლაში ყველაზე ქმედითი პრეპარატი გამოსცადეს
მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აივ ინფექციასთან ბრძოლის ნუსხაში ახალი, როგორც თავად ამტკიცებენ, ყველაზე ქმედითი ვაქცინა სახელწოდებით Ad26, 400-მდე ზრდასრულ მოხალისეზე გამოსცადეს. ცდების შედეგად პრეპარატის უსაფრთხოება და აივ-შიდსის ვირუსის ძლიერი დაქვეითების უნარი დამტკიცდა. პრეპარატის ცდებში 18-50 წლის ასაკში აივ ინფექციის მქონე 400-ამდე ზრდასრულმა პაციენტმა მონაწილეობა მიიღო. მოხალისეები აფრიკის კონტინენტიდან, ტაილანდიდან და აშშ-იდან შეირჩნენ. სპეციალისტებმა ცდების მანძილზე მკურნალობის ორი ფაზა გააერთიანეს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ცდებში მონაწილე ადამიანები მეცნიერებმა 2 ჯგუფად დაყვეს - პირველ ჯგუფს პრეპარატი "Ad26.Mos.HIV" შეუყვანეს, ხოლო მეორეს-პლაცებო. ცდებმა აჩვენა, რომ ყველა მოხალისის სისხლში, რომელმაც ვაქცინა Ad26 მიიღო, იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ვირუსთან ყველაზე აქტიურად მებრძოლი ტ-უჯრედების რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა. ასეთივე ცდები პარალელურად 72 მაიმუნზე ჩატარდა და შედეგი ანალოგიური იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)