|
2015-05-31 14:45:23, 496 ნახვა
სამართალი
გიორგი კვირიკაშვილი: მადლობას ვუხდი პოლიციელებს იმისათვის, რომ სხვა ადამიანის სიმშვიდეს ემსახურებიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც კვირიკაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელებს მადლობას უხდის იმისათვის, რომ სხვა ადამიანის სიმშვიდეს ემსახურებიან. "ძალიან საამაყოა, რომ დღევანდელ დღეს ესწრებოდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები, შვილები. მინდა ყველას მივულოცო, ვუსურვო მხნეობა, გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ემსახურებიან სხვა ადამიანის სიმშვიდეს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)