|
2015-05-31 14:27:20, 656 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: ჩვენი მიზანია, დანაშაულს მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გომელაურმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მათი მიზანია, დანაშაულს მხოლოდ კანონიერი გზით ებრძოლონ. "სწორედ ქუთაისიდან მინდა ვუთხრა ყველას, ქართული პოლიცია თითოეული ჩვენთაგანისთვის უსაფრთხოების გარანტია. პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ვიცავთ.სწორედ ამიტომ, ვინც კანონს დაარვევს, და ჩაიდენს დანაშაულს, უმკაცრესად დაისჯება. დღევანდელობის მონაპოვარია, რომ პოლიციელები თავის მოვალეობას მაღალი პროფესიონალური სტანდარტებით ახორციელებენ. დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე მიმდინარეობს.ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)