|
2018-06-15 18:58:33, 5797 ნახვა
კულტურა
ეროვნულ არქივში გამოფენა „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები“ გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები" გაიხსნა. ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ღონისძიების კურატორმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გახსნეს. ფოტოების გადაღების ისტორია თავად ავტორებმა - შახვალად აივაზოვმა, გიორგი ცაგარელმა და ივანე შლამოვმა გაიხსენეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული „საქინფორმის" ფოტოკოლექციისა და კერძო კოლექციების ექსპონატები, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისს ასახავს - სამოქალაქო პროეტესტებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე; შეიარაღებული ამბოხიდან სამოქალაქო და ტერიტორიულ ომებამდე. ფოტოების ავტორები არიან: შახვალად აივაზოვი, გიორგი ცაგარელი, სერგო ედიშერაშვილი, გიორგი შარაშენიძე, იური როსტი, იური მეჩითოვი, ბორის სოკოლოვი, გურამ მგალობლიშვილი, ირაკლი ჭოხონელიძე, ვლადიმერ ვალიშვილი, ივანე შლამოვი, ბონდო დადვაძე, ბოლდო დვალიშვილი და სხვები. დღეს, როდესაც მეოთხედი საუკუნე გვაშორებს იმ პერიოდს, ფოტოებმა შეიძინეს განსაკუთრებული ისტორიული, ემოციური, ინფორმაციული მნიშვნელობა. გამოფენის ორგანიზატორია "N&N სტუდია", საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით. ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტი. ექსპოზიცია 23 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)