|
2015-05-27 14:09:52, 1254 ნახვა
მსოფლიო
2018 და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესს გამოიძიებენ
შვეიცარიის იუსტიციის ფედერალური დეპარტამენტი 2018 და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესს გამოიძიებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქმე კორუფციის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და ფულის გათეთრების ბრალდებით აღიძრა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა FIFA-ს ოფისიდან საბუთები და ელექტრონული მატარებლები ამოიღეს. დეპარტამენტმა შვეიცარიის საფინანსო ინსტიტუტებს FIFA-ს მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა. ცნობისთვის, 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წელს ყატარში უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, შვეიცარიის პოლიციამ კორუფციაში ეჭვმიტანილი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) 9 მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებულთა შორის FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები, ეუხენიო ფიგერედო და აღმასკომის შვიდი წევრი არიან. ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე იოზეფ ბლატერი ეჭვმიტანილთა სიაში ჯერჯერობით არ არის. ოპერაცია დღეს დილით, ციურიხის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)