04:54 - 23 May, 2026
|
2015-05-27 12:41:45, 1103 ნახვა
მსოფლიო
კორუფციის ბრალდებით, FIFA-ს 9 მაღალჩინოსანი დააკავეს
შვეიცარიის პოლიციამ კორუფციაში ეჭვმიტანილი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) 9 მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებულთა შორის FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები, ეუხენიო ფიგერედო და აღმასკომის შვიდი წევრი არიან. ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე იოზეფ ბლატერი ეჭვმიტანილთა სიაში ჯერჯერობით არ არის. ოპერაცია დღეს დილით, ციურიხის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩატარდა. გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაიწყო და ყველა დაკავებული საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ 29 მაისს FIFA-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)