|
2015-05-22 10:07:10, 619 ნახვა
სამართალი
შსს-მ წალენჯიხის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, 1950 წელს დაბადებული რევაზ უ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია „იჟ 56-3-ის“ მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ვაზნები საბრძოლოა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)