|
2015-05-21 12:06:06, 615 ნახვა
სამართალი
შსს-მ იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული ვახტანგ ზ. წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა ვახტანგ ზ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 392 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-74“-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდით, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 1 ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით და მსხვრევადი ხელყუმბარის 1 ფალია ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)