|
2015-05-15 13:06:25, 759 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 91.1 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 91.1 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 205.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29.4 მლნ აშშ დოლარით (66.4 მლნ ლარით), ანუ 24.4 %-ით ნაკლებია. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი მოდიოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს, ეროვნული ბანკის ცნობით, 2015 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.5 მლნ აშშ დოლარი (32.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.2 მლნ აშშ დოლარისა (23.2 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)