|
2015-05-14 12:21:30, 757 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ვთავაზობთ
„ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას და გამჭვირვალე პროგნოზირებად კანონებს ვთავაზობთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნებზე, თუმცა საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. „რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ რა თქმა უნდა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა საქართველოში შენარჩუნებული არის ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული არის ბიზნეს გარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქების და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ხარისხიან გამჭვირვალე პრონოზირებად კანონებს, ჯანსაღ პროცესებს, სანდო სასამართლოს და დამოუკიდებელ მიუკერძოებელ სასამართლოს და სანოტარო სისტემებს. წინასწარი გათვლებით უცხოურმა ინვესტიციებმა გასულ წელს შეადგინა 1 მილიარდი 272 მილიონ დოლარი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)