|
2015-05-13 13:14:22, 772 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია მიიღო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს სტამბულის ფილიალის დირექტორი მაბელ ნეო და ევროპის მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ჰო იმყოფებოდნენ. მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობის გაღრმავებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს შორის ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოში შედგება სინგაპურის წარმომადგენლობითი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი ადგილობრივი ბიზნეს-შესაძლებლობების გასაცნობად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტო ქართულ მხარეს დაეხმარება სინგაპურში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებში. მათ შორის, სურსათის და სასმელების ექსპორტის, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებით. სინგაპურის საერთაშორისო მეწარმოების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს იდენტური პროფილის საჯარო უწყებაა, რომელიც კონცენტრირებულია საგარეო ეკონომიკის მიმართულებაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას. ამავდროულად, ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვასა და ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების საშუალებით კონკურენტუნარიანი კომპანიების ჩამოყალიბებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)