|
2018-01-18 14:45:48, 8606 ნახვა
Lifestyle
წლის საუკეთესო სერიალების მიმოხილვა
როგორც ამბობენ, ცუდი ამბით დაწყება სჯობს - 2018 წელი "სამეფო კარის თამაშების" დასკვნითი სეზონის გარეშე ჩაივლის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხარისხიანი სერიალების გამოსვლის სიხშირემ საგრძნობლად იმატა, 2018-ში მაინც არ მოვიწყენთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე "ველური დასავლეთის სამყარო" იქნება, ამ სერიალის გამოსვლას ძალიან ბევრი კინომანი მოუთმენლად ელოდება. მეორე ადგილს ინტერესის მიხედვით სერიალი "ატლანტები" იკავებს, მას ერთი საფეხურით ამ წლის საუკეთესო სერიალის ნომინაციაში "ოქროს გლობუსის" პრემიის მქონე "დიდი პატარა ტყუილი" ჩამორჩება. აგრეთვე 2018-ში მეგაპოპულარული სერიალის "ამერიკელები"-ს მეექვსე სეზონის გამოსვლაა დაანონსებული. პიკანტური და სკანდალური, როგორც მისი მთავარი გმირები სერიალი "ამერიკული დანაშაულებების ისტორია" , რომლის პირველ სეზონში თვალს საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სასამართლო პროცესს ვადევნებდით, 2018-ში არანაკლებ საინტერესო და დრამატულ ისტორიას მოგვითხრობს. სერიალის მეორე სეზონი "ვერსაჩეს" მოდის სახლის სულისჩამდგმელზე ჯანი ვერსაჩეს ცხოვრებაზე და მის მკვლელობაზე გვიამბობს. სერიალში ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც არიან რიკი მარტინი, პენელოპა კრუსი და დარენ კრისი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)