|
2015-05-12 16:03:22, 749 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევრობანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის შეხვედრაზე აღინიშნა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ინვესტორთა საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ ინვესტორთა საბჭო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად იმუშავებს საქართველოში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ხაზი გაესვა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მნიშვნელობას. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბატს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)