09:55 - 23 May, 2026
|
2015-05-10 13:07:47, 645 ნახვა
სამართალი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ექპსრენიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი გამოძიებით ირკვევა, რომ მამაკაცი ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა, წაიქცა და თავი საძირკველს დაარტყა. "ნაპოვნია 1988 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცის გვამი, ნასვამ მდგომარეობაში. როგორც წინასწარი გამოძიებით გვეუბნებიან, თავი დაარტყა საძირკველს და გარდაიცვალა. თავზე აქვს დაზიანება",-განუცხადეს "ექსპრენიუსს" შსს-ში. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა რადგან არ არის მომხდარი მკვლელობა, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)