|
2015-05-09 13:40:56, 1284 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ
მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი იმართება. ღონისძიებაში 16 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას, 200-მდე სამხედრო ტექნიკა და 150-მდე თვითმფრინავია ჩართული. პარადზე ასევე, სამხედრო ტექნიკის ახალ მოდელებს პირველად წარადგენენ. წითელ მოედანზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო კოოპერაცია რისკის ქვეშ დადგა. აღლუმები უკვე ჩატარდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში. მოსკოვში პარადზე 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. თუმცა ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, უკრაინის კრიზისში რუსეთის როლის გამო. მათ შორის, შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ლიდერები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)