|
2017-12-04 14:36:25, 10357 ნახვა
კულტურა
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება
დღეს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება. მერიის ინფორმაციით, სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის. XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ კოლორიტულ კალა-უბანში, ისტორიული ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული მნიშვნელოვანი ადგილია. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)