|
2015-05-07 11:41:10, 566 ნახვა
სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ესე ს. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ესე ს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის სახელით მოქალაქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 402 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 3000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)