|
2015-05-02 14:41:11, 712 ნახვა
სამართალი
შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პროკრედიტ ბანკი" დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)