|
2017-10-13 13:48:27, 4456 ნახვა
Lifestyle
GUCCI ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს
ბრენდი GUCCI ჰუმანური შეხედულებების გამო, 2017 წლის ბოლომდე ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს საბოლოოდ იტყვის. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა მარკო ბიზარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი აზრით ნატურალური ბეწვის გამოყენება "თანამედროვე მსოფლიოში არაპოპულარული ხდება". კომპანია უარს მხოლოდ ე.წ "სისხლიან" ბეწვზე ამბობს. „საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია გამოიშვას იგივე ხარისხის ბეწვი, ოღონდ დამზადებული სინთეტიკური მასალების გამოყენებით“, - ამბობს ბიზარი. "ეს(ბეწვი) გუშინდელი დღეა, ხელოვნება შეიძლება განვითარდეს სხვა მიმართულებებით და სხვა ფორმებით", - ხსნის გადაწყვეტილებას კომპანიის დირექტორი. აგრეთვე ცნობილია, რომ GUCCI ცხოველების დაცვის ორგანიზაციის Fur Free Alliance-ის, წევრი გახდა. ეს კამპანია იმ მსოფლიო ბრენდებს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტებში ნატურალურ ტყავს და ბეწვს არ იყენებენ და ცხოველებზე ცდებს გმობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)