03:51 - 23 May, 2026
|
2015-04-30 18:51:13, 1228 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: თუ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება
ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი სამხედროების მიერ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა. ოლანდის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი მკაცრი იქნება. "თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, სასჯელიც შესაბამისი იქნება, ძალიან მკაცრი. თუ სამხედროები ცუდად იქცეოდნენ, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები გაეროს ანგარიშშია აღწერილი. გავრცელებული ცნობით, ძალადობა 10 ბიჭზე განხორციელდა, რომელთა ასაკი 8-დან 15 წლამდეა. ანგარიშში საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)