|
2015-04-29 10:01:50, 566 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების თხოვნით მიმართა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების და საქართველოში ექსტრადირების თხოვნით მიმართა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ პროკურატურამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში იმყოფება. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექს-პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)