|
2015-04-27 13:35:34, 1098 ნახვა
მსოფლიო
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო, რიგის აეროპორტმა თბილისიდან რეისი ვერ მიიღო
რიგის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო თბილისიდან რიგის მიმართულებით რეისი სხვა აეროპორტში გადაამისამართეს. ინციდენტის გამო რეისები უახლოეს აეროპორტებში შესრულდა ნიუ-იორკიდან, ტალინიდან, მალტადან, ჰელსინკიდან და კიდევ რამდენიმე ქალაქიდან. "ლიგა.ნეტის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისათვის აეროპოტში ტერმინალების შემოწმება ხდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რიგის აეროპორტი ლატვიის დედაქალაქიდან 13 კილომეტრში მდებარეობს და ბალტიისპირეთში მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ყველაზე დიდი აეროპორტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)