|
2015-04-25 12:15:46, 1158 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კერი: სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ამ დრომდე არ მოუხდენია შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად რეალიზება. ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ მიმდინარე კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხი იყო. შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს დონბასში პრორუსი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მოსკოვი კი მიმდინარე კონფლიქტთან კავშირს კვლავ კატეგორიულად უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)