|
2017-06-17 17:43:46, 3605 ნახვა
კულტურა
Soft Eject, LENINGRAD, Loudspeakers - Tbilisi Open Air-ი გრძელდება
90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფი SOFT EJECT-ი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში მსმენელის წინაშე დღეს წარსდგება. მუსიკალური ფესტივალის დღევანდელი ჰედლაინერი რუსული ჯგუფი "ლენინგრადი“ იქნება. ფესტივალის მთავარ სცენას ჯგუფის წევრები 23:00 საათზე დაიკავებენ. "ლენინგრადის" გარდა დღეს Tbilisi Open Air-ის სცენაზე გამოვლენ: Loudspeakers, Friendly Mosquito და სხვები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური ფესტივალი Tbilisi Open Air 18 ივნისს დასრულდება. ფესტივალს ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Archive დახურავს. ცნობისთვის, Tbilisi Open Air-ი საქართველოში 2009 ტარდება. მას შემდეგ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: DDT, DEEP PURPLE, AQUARIUM, BLACK LABEL SOCIETY, PLACEBO, ბეთ ჰართი, სტივ ვაი და სხვებმა. ისევე როგორც გასულ წელს, ფესტივალზე ამჯერადაც რამდენიმე სცენა მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)