|
2015-04-19 18:04:12, 830 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური უკრაინელ კოლეგას შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარხადური უკრაინელ კოლეგას - უკრაინის ფინანსთა მინისტრს, ნატალია იარესკოს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრესსაქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობისგაფართოების აუცილებლობაზე. უკრაინის ფინანსთა მინისტრი დაინტერესდასაქართველოში მიმდინარე რეფორმებით, საგადასახადო და საბაჟოკანონმდებლობით. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთასამინისტრო მზადაა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად იმუშაოს ორმხრივიურთიერთობების განვითარების კუთხით. უახლოეს პერიოდში კიევში იგეგმებაფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსისგიორგი თაბუაშვილის ვიზიტი. თავად უკრაინის ფინანსთა მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას მიმდინარე წლისმაისში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)