|
2015-04-17 18:18:37, 1161 ნახვა
ეკონომიკა
ახალციხეში „ვითიბი ბანკის“ ფილიალი გაიხსნა
„ვითიბი ბანკმა“ ახალციხეში, კოსტავას 10 ნომერში, ახალი ფილიალი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალები, ფიზიკურ და იურიდილ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. „ვითიბი ბანკი განაგრძობს ქსელის განვითარებას, თბილისსა და რეგიონში. დღეს ვითიბი ბანკის ფილიალი ახალციხეში გაიხსნა. ჩვენ შევისწავლეთ რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნები და ამიტომაც ახალციხის ფილიალის მნიშვნელოვან მიმართულებად, საშუალო, მცირე და აგრო ბიზნესის დაკრედიტება გვესახება. ამასთან ერთად ფიზიკური პირები სრული საბანკო მომსახურებით ისარგებლებენ. ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის ფილიალი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიურ წინსვლაში და ბიზნეს სექტორის განვითერებაში“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ. „ვითიბი ბანკი“ საქართველოში დღეს 32 წერტილით არის წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)