07:48 - 23 May, 2026
|
2015-04-16 11:54:07, 590 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი: ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის დასჯადი იქნება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სისხლის სამართლის წესით იქნება დასჯადი. ამის შესახებ მინისტრმა პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლასთან დაკავშირებით აღნიშნა. „რაც მე და შინაგან საქმეთა მინისტრს გვაბარია, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ ძალოვანმა სტრუქტურებმა შევაკავოთ ეს ადამიანები, რათა ამ მიზნით ტერიტორია არ დატოვონ. დანარჩენი უკვე არის პანკისის ხეობის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა, რაზეც ეკონომიკური ბლოკი მუშაობს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)