07:48 - 23 May, 2026
|
2015-04-16 11:50:49, 568 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: ჯერ არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, საქართველოსთვის ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მისი ყოფილი კოლეგის, ზურაბ ადეიშვილის, ინტერპოლით ძებნის შეწყვეტას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი ადეიშვილს და ინტერპოლს ძებნიდან მოახსნევინა. "არ ვიცით, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ის ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული.პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)