|
2015-04-16 10:07:19, 1296 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში იანუკოვიჩის მოკავშირე ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს
კიევში, ყოფილი დეპუტატი, პარტია „რეგიონების“ წევრი ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინის ყოფილი მთავრობის და პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირე სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლთან იპოვეს გარდაცვლილი. ჯერჯერობით უცნობია, პოლიტიკოსი მოკლეს თუ თავი მოიკლა. ოფიციალური უწყებების ცნობით, კალაშნიკოვი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს, მოტივად კი ყოფილი დეპუტატატის პოლიტიკური მოღვაწეობა და ბიზნესინტერესები სახელდება. კალაშნიკოვი "ანტი-მაიდანის" საპროტესტო აქციებში აქტიურად იყო ჩართული. მისი პოლიტიკური მეტოქეები ამტკიცებდნენ, რომ ის ამ პროცესებს აფინანსებდა. მიმდინარე წლის განმავლობაში იანუკოვიჩის რვა მოკავშირე დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად უმეტეს შემთხვევებში თვითმკვლელობა დასახელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)