|
2017-05-16 14:46:11, 3769 ნახვა
მსოფლიო Lifestyle
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა – Yandex-ი და Odnoklassnik-ი დაბლოკილია
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის უდიდესი ინტერნეტ–ჯგუფისთვის Yandex, სხვა პოპულარული ბიზნეს–საიტებისთვის, ასევე, სოციალური ქსელებისთვის Vkontakte და Odnoklassniki სანქციები გამკაცრდა. ამასთან, შესაბამისი განკარგულება, იმ უკრაინული ვებ–სერვისების გაუქმებასაც გულისხმობს, რომლებიც რუსულ საიტებთან არის კავშირში. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ასევე შეიზღუდება რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობა, მათ შორისაა “ТНТ” და „НТВ Plus“. გამკაცრებული ნორმები, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, ათობით ფიზიკური პირის მიმართაც დაწესდა. დღესდღეობით უკრაინულ მხარეს „შავ სიაში“ 1228 ადამიანი და 468 კომპანია ჰყავს შეყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)