|
2015-04-14 11:56:55, 1305 ნახვა
მსოფლიო
„ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნები უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ
ბერლინში გამართული ე.წ. „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმების შესრულებაზე შეთანხმდნენ. უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს მზაობა დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით. ბერლინში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ფართოვდება მინსკის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შეთანხმება და მხარეები კონფლიქტის ზონიდან 100 მილიმეტრამდე კალიბრის იარაღის გატანის, ასევე ჯავშანტექნიკის გაყვანის ვალდებულებას იღებენ. შეხვედრის ფარგლებში ასევე შეთანხმდნენ ოთხი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებები მძიმე იყო, უკრაინისა და რუსეთის პოზიციებს შორის არსებული განსხვავების გამო. მინსკის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდება. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მიდინარე კონფლიქტის მანძილზე ერთი წლის განმავლობაში ექვსი ათასი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)