|
2017-05-05 11:58:44, 2563 ნახვა
კომენტარი Lifestyle
ირმა ინაშვილი: ვიდრე მე და „ნაცებს“ დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ის საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით საერთო სახალხო განხილვებში 8 მაისიდან ჩაერთვება. როგორც ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის მოუწოდებს საზოგადოებას რამდენიმე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ. "დაიწყო კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა. ვწერ იმ არაკვალიფიციური, არაინფორმირებული, არაკომპეტენტური "კომენტატორების" საყურადღებოდ, რომლებიც მე, ნაცების პარტიას, ბოკერიას ნაციონალურ განშტოებას და პრეზიდენტს ამ ფორმატში ერთმანეთთან გვაკავშირებენ. საყოველთაო განხილვის კომისიაში მე მიმიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ანუ "ქართულმა ოცნებამ" და აუცილებლად ჩავერთვები ამ პროექტში 8 მაისიდან, რათა დარბაზებში შეკრებილ ადამიანებს გავუზიარო ჩემი პოზიცია. ვუთხრა საჯაროდ, რომ მხარი არ უნდა დაუჭირონ რამდენიმე ცვლილებას. მაგალითად, გადასანაწილებელი ხმების თემას. ისე, ვიდრე მე და ნაცებს დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ", - წერს ინაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)