|
2015-04-05 16:25:41, 851 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: პოლიციელის სავარაუდო მკვლელმა, სამართალდამცველებს ცეცხლი დღესაც გაუხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, უბნის ინსპექტორ ბექა მარგიშვილის სავარაუდო მკვლელმა პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი დღესაც გაუხსნა. ,,პოლიციელებმა პიროვნებას მოუწოდეს შესაჩერებლად, არ შეჩერდა და ცეცხლი გახსნა, რომელსაც პარიკი ეკეთა. სავარაუდოდ, ეს ის პიროვნებაა, რომელმაც გუშინ ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე კი დაჭრა. პარიკი დააგდო და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. საბედნიეროდ, არც ერთი პოლიციელი არ დაზიანდა“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ეს განცხადება ვახტანგ გომელაურმა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გააკეთა, სადაც დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)