|
2017-03-07 18:51:18, 982 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "საკონსტიტუციო" ცვლილებებს გეგმავს
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ვალერი აგრბას მიაჩნია, რომ აფხაზეთში "საპარლამენტო არჩევნების" ჩატარების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. აგრბას მოსაზრებით, "საკონსტიტუციო" ცვლილებები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს, რათა დე ფაქტო ხელისუფლებამ უფრო მდგრადი განვითარება შეძლოს, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. ვალერი აგრბას თქმით, გასატარებელია "საარჩევნო სისტემის", საჯარო სამსახურისა და ჯანდაცვის რეფორმები, ასევე აუცილებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი რგოლების რეფორმაც. მისი განმარტებით, "პარლამენტში" მოხვედრილ პარტიებს "მთავრობის" ფორმირებაზე გავლენა უნდა შეეძლოთ. ცნობისთვის, აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები 12 მარტს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)