|
2017-03-06 10:22:15, 902 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ოჯახი მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, რიყეთსა და დიოკნისს ეწვია და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 2 ოჯახს გადასცა საჩუქრები. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სოფელ რიყეთის მკვიდრს, 82 წლის ახმედ კოჩალიძეს ოჯახში ესტუმრა და მას ეტლი გადასცა. კოჩალიძის ოჯახის წევრებმა ზურაბ პატარაძეს ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, ეტლით გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუადვილებს ცხოვრების პირობებს 82 წლის ხანდაზმულს. კოჩალიძეების შემდეგ, ზურაბ პატარაძე სოფელ დიოკნისში მცხოვრებ ხმალაძეების ოჯახს ესტუმრა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 ძმა ცხოვრობს. მათ დასახელებული საჭიროებების მიხედვით შერჩეული საჩუქრები გადაეცათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)