|
2015-04-02 13:14:44, 860 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: თანხას, რომელიც EBRD–ზე დაიხარჯება, ინვესტიციები მოჰყვება
„ეს არ არის ის თანხა, რომელიც დაიხარჯება და გაქრება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს EBRD–ის ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშრებით განაცხადა. მისივე მტკიცებით, ბიზნესფორუმზე ქართველ ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს თავისი პროდუქცია, ტექნოლოგიები, შესაძლებლობები ტურზიმისა და მშენებლობის მიმართულებით გააცნონ. შესაბამისად, ხადურის თქმით, თანხას, რომელიც ამ ფორუმისთვის დაიხარჯება, ათასჯერ მეტი ინვესტიცია მოჰყვება. „როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებაზე 2000 უცხოელი ჩამოდის, მათი ინტერესი გაზრდილია და იმისდამიხედვით, თუ ჩვენ რას შევთავაზებთ. ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს. ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ მათ გააცნონ თავისი პროდუქცია, ტექნოლოგიები, შესაძლებლობები ტურიზმის, მშენებლობის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს ყველაფერი იქნება კონკრეტულ ბიზნესწინადადებებში გარდაქმნილი“, – აღნიშნა ხადურმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13–15 მაისს საქართველო EBRD–ის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)