|
2017-02-27 10:21:18, 4378 ნახვა
კულტურა
„ლა ლა ლენდი“ - 14/6, წლის მთავარი ფილმი - „Moonlight“, ანიმაციური ფილმი - „ზოოტოპია“ - „ოსკარი 2017“ დასრულდა
კინოაკადემიამ რჩეულები უკვე დაასახელა. ოსკარი 2017 წლის გამარჯვებულები ცნობილია. აკადემიის ფავორიტი დემიენ ჩეიზელის ფილმი "ლა ლა ლენდი" გახდა, რომელმაც 14 წარდგენილი ნომინაციიდან 6 ოსკარი მიიღო. მათ შორის საუკეთესო რეჟისორი - დემიენ ჩეიზელი, საუკეთესო მუსიკა - City Of Stars და საუკეთესო მსახიობი ქალი- ემა სტოუნი. დაჯილდოების მთავარი გამარჯვებული ბარი ჯენკინსის Moonlight გახდა, მას შემდეგ, რაც La La Land გამარჯვებულად შეცდომით დაასახელეს. აკადემიამ საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ქეისი აფლეკი ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული მთავარი როლისთვის დაასახელა. ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო რაიან გოსლინგი ფილმისთვის "ლა ლა ლენდი". საუკეთესო მსახიობი ქალი ემა სტოუნი გახდა, ფილმისთვის "ლა ლა ლენდი". საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის, მამაკაცი - მაჰერშალა ალი ფილმისთვის Moonlight, საუკეთესო ქალი მსახიობი - ვიოლა დევისი ფილმისთვის "წინაღობები". აკადემიამ საუკეთესო ანიმაციურ ფილმად ზოოტოპია დაასახელა. მან წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდება მოიპოვა და ამავე კატეგორიაში 4 კონკურენტი მულტფილმი დაამარცხა. ეს "ოსკარების" 89-ე დაჯილდოება გახლდათ. დაჯილდოების ცერემონიას კომიკოსი ჯიმი კიმელი უძღვებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)