|
2015-04-01 12:04:17, 623 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატების მტკიცებულებები ტყვიაგაუმტარია
"ადვოკატების მიერ მომზადებული მტკიცებულებები მართლაც ტყვიაგაუმტარია",-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე განუცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულბები უნდა წარადგინონ. პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების მიღების შემდეგ, საქმე დაკავებული 5 პირის სასარგებლოდ გადაწყდება. "რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ადვოკატების მხრიდან, მათ მიერ მომზადებული მტკიცებულებები არის მართლაც ტყვიაგაუმტარი. დარწმუნებული ვარ, მათი მიღების შემდეგ, სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს და ეს საქმე ძალიან მალე უდანაშაულო ადამიანების სასარგებლოდ დასრულდება",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ ბრალად 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)