|
2015-04-01 09:34:25, 667 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი ექსპერტები ეწვივნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დონ ბრაუნი, ელიზაბეტ დუფრეინი და მარკ რეძინსკი ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ქალაქ ბათუმში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოში, უმასპინძლა. დღესვე ექსპერტებს ქალაქ ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ს/პ I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი შეხვდება. შეხვედრებზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად სამომავლო დახმარების მასშტაბები და კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. ამერიკელმა ექსპერტებმა ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის N1 სამმართველოს მე-2 სასაზღვრო სექტორისა (კირნათი) და N4 სასაზღვრო სექტორის (ქედა) მშენებლობისთვის სოფელ ოქტომბერში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ წინასწარ შერჩეული მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს. ექსპერტები საქართველოში 2 აპრილის ჩათვლით დარჩებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)