|
2017-02-13 11:59:00, 1046 ნახვა
რეგიონი
ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სასწავლო პროცესი შეწყდა
ბათუმის შაჰინის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლის მოსწავლეები და მთი მშობლები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. ისინი აღნიშნულ სკოლაში სემესტრის დამთავრებას ითხოვენ. ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა, რასაც დირექტორი ელგუჯა დავითაძე ასაჩივრებს. მისი თქმით, ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკური მიზეზი აქვს. აღსანიშნავია, რომ შაჰინის სკოლა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ სკოლა ფეთჰულა გიულენის არის და იქ ტერორისტებს ზრდიან. თუმცა, მოგვიანებით კონსულმა განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ მისი განცხადებად არასწორად გადაითრგმნა. შეგახსენებთ, 2016 წლის ზაფხულში, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. თურქული ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზატორად მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)