|
2017-01-28 12:55:45, 948 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრი რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის, ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო პროცესები მიმდინარეობს. 220 საწოლზე გათვლილი, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიანი იქნება და უახლესი აპარატურით აღიჭურვება. რუხის, მიმდებარე სოფლებისა და აფხაზეთის მაცხოვრებლები ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს მიიღებენ. კლინიკური ფუნქციების პარალელურად მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პაციენტების ოჯახის წევრებისა და რეზიდენტებისთვის კი სასტუმრო იფუნქციონირებს. ცნობისთვის, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)