|
2017-01-15 17:14:04, 5547 ნახვა
კულტურა
ნიჭიერი ქართველი გიტარისტის შემოქმედებითი გზა
აჩი ხახვიაშვილი, ფსევდონიმით აჩი შრედერი, იმ გიტარისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც საქართველოში წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც უნიჭიერესმა შემსრულებელმა. იგი დაიბადა 1984 წელს თბილისში. 14 წლის ასაკში დაინტერესდა გიტარით, რაც ბრწყინვალედ აითვისა და მას შემდეგ მისი განუყრელი მეგობარი გიტარაა. საქართველოში აჩი შრედერად ცნობილი გიტარისტი უნიკალურია მუსიკის სხვადასხვა ჟანრში: უკრავს ჯაზს, პოპ მუსიკას, როკს და ფანკს. პირველად, როდესაც იყო 18 წლის, გამოჩნდა კვიპროსის ცნობილ ბარებსა და კლუბებში, როგორც სოლო გიტარისტი უკვე 14 წელია აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას. კონტრაქტები ჰქონდა და აქვს გაფორმებული კვიპროსში, ყაზახეთში და თურქეთში. აჩი მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიცაა 80-იანების ლეგენდარული როკ ჯგუფის Gorky Park-ის ერთ-ერთი წევრი, რომელთან ერთადაც გამოდიოდა ალმაატის ყველაზე პოპულარულ კლუბებში. გარდა ამისა, მუშაობს სტუდიებში მიწვეულ მუსიკოსად. მისი სოლო ორჯერ მოხვდა Jamtrackcentral-ს მიერ ჩატარებული ონლაინ კონკურსების შედეგად გამოვლენილ 5 საუკეთესო სოლოში. აქვს საკუთარი კომპოზიციები, რომლითაც ალბომის ჩაწერას გეგმავს. https://www.youtube.com/watch?v=odzS95B6IqU&app=desktop
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)