|
2015-03-27 16:59:44, 1259 ნახვა
მსოფლიო
ნემცოვის მკვლელობის ახალი თვითმხილველი გამოჩნდა
რუსული მედიის ცნობით, ბორის ნემცოვის სავარაუდო მკვლელი, არ ჰგავს მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს. გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველი, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობის ახალი თვითმხილველი გამოჩნდა, რომლის გვარსაც გაზეთი „კომერსანტი“ განცახდებაში არ ავრცელებს. თვითმხილველი "ევგენის" თქმით, მკვლელი საშუალო სიმაღლის, გამხდარი და მუქი ფერის ხვეულ თმიანი მამაკაცი იყო. ამასთან ერთად მიუხედავად სიცივისა და ქარისა, ქურთუკის გარეშე იყო და მუქი ფერის ჯინსი ეცვა, იგი მოგვიანებით რუსული წარმოების თეთრი ფერის ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. „კომერსანტის“ განცახდებით ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი ევგენი, მკვლელობის დროს ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა, რის გამოც მას მკვლელობა არ დაუნახავს და შესაბამისად ხმაც არ გაუგია. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. აქამდე მოკლულის მეგობარი გოგოს გარდა სხვა თვითმხილველი საქმეში არ ფიგურირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)