|
2017-01-11 13:49:59, 1013 ნახვა
რეგიონი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. პატარაძის განცხადებით, არჩილ ჩიქოვანი არსებული პროექტების განხორციელებისთვის და დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ბატონ არჩილს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება და საჯარო სექტორში მუშაობის 13 წლიანი სტაჟი აქვს. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით მთავრობაში, სადაც ბატონი არჩილ ჩიქოვანი მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა”,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას. ცნობისთვის, არჩილ ჩიქოვანი პროფესიით იურისტია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. არჩილ ჩიქოვანს საჯარო სამსახურში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წლიდან დღემდე ის მთავრობის აპარატში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)