|
2015-03-27 14:08:44, 511 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს იძულებით გამოსახლებას უპირებენ
ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კორპუსის მეპატრონეები იძულებით გამოსახლებას უპირებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ე.წ. მეტრომშენის კორპუსში მცხოვრებმა თამარ ცუცქირიძემ განუცხადა. „მეტრომშენის კორპუსებიდან ჩვენ იძულებით გამოსახლებას გვიპირებენ. მეტრომშენის ხალხი მოსულია ჩაქუჩებით, მათი მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი. დაწყებულია ადმინისტრაციული საქმე, სამართალდამცავმა ორგანოებმა, მერიამ და საერთოდ ყველამ იცის, რომ შეჩერებულია ჩვენი გამოსახლება. საქმე იმაზე მეტად რთულად არის ვიდრე წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა თამარ ცუცქირიძემ. შეგახსნებთ, რომ ზღვის უბნის დასახლებაში მეტრომშენის ე.წ. კორპუსებში 110 სოციალურად დაუცველი 2006 წლიდან ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)