05:37 - 23 May, 2026
|
2015-03-27 12:36:28, 851 ნახვა
სამართალი
იტალიაში 31 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 31 წლის თ. ტ. გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ilgiornalediputignano.it ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 31 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონამ ოჯახში, სადაც ის მუშაობდა, 4 დღის წინ საკუთარი საძინებელი ოთახი შეღება და მოიწამლა. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, გოგონას გარდაცვალების მიზეზი პირველადი დათვალიერებით საღებავი ნივთიერებით მოწამვლა გახდა. ოჯახის ცნობით, სადაც გოგონა მუშაობდა, მას ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ღებინებები და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილი გოგონა ვანიდან იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)