|
2015-03-27 12:10:18, 588 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ იწყება
საქართველოში რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ იწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ყოჩაშვილმა და კონკურს „ალიანტეს“ კოორდინატორმა ნათია ცვარიანმა აცნობეს. კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ნაციონალური საბჭო“ ახორციელებს. „ალიანტე“ 15–დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2 წევრიანი გუნდების კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. როგორც ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მათივე ცნობით, კონკურსი 4 რაუნდად განხორციელდება. I და II რაუნდი ზოგადად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან შედგება. გამარჯვებული გუნდები ეროვნულ ფინალში ერთმანეთს ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრებიან. საერთაშორისო ფინალი ლიტვაში გაიმართება. ფინალში გამარჯვებული 5 გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებს. პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერები არიან: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიტვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები და საინფორმაციო ცენტრი ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)