|
2015-03-27 11:07:29, 735 ნახვა
სამართალი
„აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას“ დირექტორი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე შპს ,,აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას’’ დირექტორი სიმონ ჭელიძე და მოქალაქე რობიზონ ონიანი დააკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთერთი მეწარმე სუბიექტი მოტყუებით დაარწმუნეს იმაში, რომ პირადი კავშირების გამოყენების გზით, კერძოდ თითქოსდა ახლო მეგობრების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იკავებდნენ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს, დაეხმარებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 2 435 159 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 200 000 ლარამდე შემცირებაში, რის სანაცვლოდაც მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს 100 000 ლარი. აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)