|
2016-12-26 12:31:16, 807 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებს ეძებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო, ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებს ეძებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბზახია" ე.წ მინისტრის მოადგილე ტიგრან დელიბალტიანზე დაყრდნობით იუწყება. როგორც "მინისტრის მოადგილემ" აღნიშნა, სამძებრო სამუშაოებში ოკუპირებული აფხაზეთის 2 კატერია ჩართული. "სამინისტროს 20 თანამშრომელი თვითმფრინავის ფრაგმენტებსა და გარდაცვლილების ცხედრებს გაგრაში, ზღვაში ეძებს. სანაპიროზე სამძებრო სამუშაოებში კიდევ 50 ადამიანია ჩართული", - განაცხადა ე.წ მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას აღმოჩენილია 11 ცხედარი და თვითმფრინავის 154 ფრაგმენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)